რუსეთმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარების შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ.
"საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებით და დამტკიცებით, რომელიც გაერო-ს წესდებაშია დაფიქსირებული, ხერსონის მოსახლეობის ნების შესაბამისად, რომელიც მათ 2022 წლის 27 სექტემბერს რეფერენდუმით გამოხატეს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა", - ნათქვამია დოკუმენტში.
მეორე ანალოგიურ დადგენილებაში ზაპოროჟიეს ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არის აღიარებული.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო