რუსეთში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკრაინელების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონის დაბომბვის შედეგად გაუჩნდა
რუსეთში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკრაინელების მიერ ზაპოროჟიეს რეგიონის, ბალიცკის დაბომბვის შედეგად გაუჩნდა.
როგორც „ტასი“ წერს, ექვსი ენერგობლოკი გაგრილების სისტემაზეა გადაყვანილი, ხოლო რადიაციული ფონი ნორმაშია.
რუსეთში ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა ხანძარი გააჩინეს.
„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გააჩინეს. ახლა რადიაციის დონე ნორმალურია, მაგრამ ვიდრე რუსი ტერორისტები ინარჩუნებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, სიტუაცია არ და ვერ შეიძლება, იყოს ნორმალური. რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს პირველივე დღიდან იყენებს უკრაინის, მთელი ევროპისა და მსოფლიოს შანტაჟისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ელოდება მთელი მსოფლიოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეაგირებას.
„რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ზაპოროჟიეს სადგურზე მხოლოდ უკრაინის მხრიდან კონტროლი იქნება უსაფრთხოების გარანტია.