erimedia_ravk/RkBYaeI4g.jpeg

რუსეთთან უპირატესობას მოვიპოვებთ, შემდეგ კი მათ უნდა ვუშველოთ - არესტოვიჩს საქართველოს "დახსნის" გეგმა აქვს

ამბები
რუსეთთან უპირატესობას მოვიპოვებთ, შემდეგ კი მათ უნდა ვუშველოთ - არესტოვიჩს საქართველოს "დახსნის" გეგმა აქვს
ამბები

რუსეთთან უპირატესობას მოვიპოვებთ, შემდეგ კი მათ უნდა ვუშველოთ - არესტოვიჩს საქართველოს "დახსნის" გეგმა აქვს

erimedia_ravk/RkBYaeI4g.jpeg
21 ოქტ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველ ოლექსი არესტოვიჩს ქართველების „დახსნის“ გეგმა აქვს, არესტოვიჩმა საქართველოს შესახებ ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში ისაუბრა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ქვეყანა საქართველოს „შველაზე“ გადაერთვება.

"ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს სომხების შველა, მოლდოვეთის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში,"- განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩმა ასევე საქართველოს ხელისუფლებაზე ისაუბრა და მათ პრორუსული, უუნარო მთავრობა უწოდა.

"თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა, ისევ დააბრუნა კორუმპირებული პოლიცია, ისევ ყველაფერი იყიდება, ეს ყველაფერი აგიჟებს საქართველოში დარჩენილ პატრიოტებს, რომლებიც სიმწრით თმებს იგლეჯენ“, - აღნიშნა ოლექსი არესტოვიჩმა.

არესტოვიჩი აცხადებს, რომ მისი გეგმა სტაბილიზაციაზე მიმართული და ჰუმანიტარული ოპერაციებით განხორციელდება, რაც მომავალში უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო