მილიონერი ვიტალი მალკინი Credit Suisse-ს 515 მილიონი დოლარის ზარალის გამო უჩივის
21 ივლისი, 2022
ვიტალი მალკინმა გადაწყვიტა უჩივლოს Credit Suisse-ს, იტყობინება Le Figaro, გერმანულ გაზეთ Sonntagzeitung-ზე დაყრდნობით. ბიზნესმენი აცხადებს, რომ 515,55 დოლარის (491 მილიონი ევრო) ზარალი განიცადა ბანკის ყოფილი მენეჯერის თაღლითური ქმედებების გამო.
Sonntagzeitung-ი ამტკიცებს, რომ მალკინმა, რომელიც ამჟამად მონაკოში ცხოვრობს, დაავალა ამერიკულ იურიდიულ ფირმას Quinn Emanuel-ს, უჩივლოს Credit Suisse-ს და მის წინააღმდეგ აღძრას საქმე, რომელიც უკავშირდება ადრე თაღლითობისთვის ნასამართლევ ბანკის ყოფილ მენეჯერს პატრის ლესკოდრონს.
მალკინის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე Credit Suisse-ის წინააღმდეგ საქმე მოიგო. მალკინმა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის. რაც შეხება ივანიშვილს, მარტის ბოლოს, უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 553 მილიონი დოლარი დაკარგა ბერმუდის Credit Suisse-ის შვილობილი კომპანიის Lescaudron-ის თაღლითურად განხორციელებულ ინვესტიციებზე. Credit Suisse აცხადებს, რომ აპირებს საქმის გასაჩივრებას.