erimedia_ravk/KZon3qLIR.jpeg

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს

ამბები
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს
ამბები

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს

erimedia_ravk/KZon3qLIR.jpeg
14 მაი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ.

ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

როგორც გამოსვლისას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია.

„ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა. თქვენ შეგიძლიათ, უფრო მეტს ელოდოთ ჩვენგან, ვიდრე მხოლოდ საუბარია. გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, ქართული კოშმარის მხარდაჭერებო, მოუსმინეთ ახალგაზრდა თაობას. მე ვიცი, რომ თქვენი გული სავსეა ბრაზით, მაგრამ გთხოვთ, მე დავესესხები მიშელ ობამას და ვიტყვი, თუ ისინი მიდიან დაბლა, ჩვენ ავდივართ ზემოთ. არ დაიჯეროთ ტყუილები და კონსპირაციული თეორიები. ჩვენ არ ვართ რადიკალები. თქვენ არ ხართ რადიკალები, თქვენ ჩვეულებრივი ევროპელები ხართ, რადგან იბრძვით იმისთვის, რაც არის ევროპა რეალურად – დემოკრატია, თავისუფლება. ჩვენ აქ ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოგიცხადოთ, ჩვენ ასევე ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენი მესიჯი ამ მთავრობისთვის და მმართველი პარტიისთვის არის ძალიან ნათელი, შეაჩერეთ ეს კანონი. ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და მოკავშირეები. ეს არის ზუსტად ის, რატომაც უნდა გთხოვოთ, რომ არ დანებდეთ. გჯეროდეთ თქვენი იდეების სიძლიერის, რადგან ამაყი ევროპელები წარსულში ანგრევდნენ კედლებს, მათ გადალახეს სიძულვილი და ბრაზი, რადგან მათ სჯერათ თავისუფლების და დემოკრატიის. არ დანებდეთ. თქვენ ყველანი გვამხნევებთ ევროპაში. გთხოვთ, დარჩით მტკიცედ და ერთიანად. მე ვამაყობ თქვენით“, – განაცხადა როთმა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ახლა ფსონზე დევს.

„ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ პარლამენტს ვეწვიოთ, მაგრამ კარები დაკეტილია. თქვენმა წარმომადგენლებმა არ მიგვიღეს და არ მოგვისმინეს, მაგრამ ჩვენ გვესმის თქვენი. თუ ჩვენ არ შეგვიძლია პარლამენტის შიგნით ყოფნა, ჩვენ შეგიძლია აქ, თქვენთან ყოფნა. თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა, არის ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არის საქართველოს მომავალი, რომელიც ფსონზე დევს. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ და დაგეხმაროთ. თავისუფლება მნიშვნელოვანია. დღეს ღამე ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, – განაცხადა ფიშერმა.

აქციაზე სოტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველო იქნება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

„2008 წელს ჩემი პრეზიდენტი იდგა აქ. ხვალ გამოაქვეყნებენ დეპუტატები განცხადებას, რომელშიც ამ კანონს უწოდებენ პუტინის კანონს. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი უკრაინასა და საქართველოში. თქვენ იქნებით ნატო-სა და ევროკავშირის წევრები. ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მტრებს ერთად“, – განაცხადა პავილიონისმა.

საქართველოში ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში თბილისში შეხვედრები გამართეს პაველ ფიშერმა, ბოგდან კლიხიმ, მიხაელ როთიმ, ჟიგიმანტას პავილიონისმა და სებასტიან ტინკინენმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
ირაკლი გოგავა - არ შეიძლება უცხო ქვეყანაში აღზრდილი იყოს ხელისუფლებაში მაღალ პოზიციაზე, ვინც არ უნდა დაგვაძალოს მისი დანიშვნა ან არჩევა. ასეთი ხალხი ყოველთვის მის აღმზრდელ ქვეყანას ემსახურება
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზებული მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი თურქეთში ჩავიდა
სახალხო დამცველი რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმაურება სახალხო დამცველი რატი იონათამიშვილის გამოსახულებით ფოტომონტაჟის გავრცელებას ეხმაურება
კანონპროექტის მიხედვით, აშშ სანქციებს უწესებს ნებისმიერ პირს, რომელიც 2012 წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა პარლამენტის წევრად, აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი
Სარეკლამო
შალვა პაპუაშვილი - დარწმუნებული ვარ, დეზინფორმაციის კამპანიის მსგავსად, გამჭვირვალობის კანონზეც დრო აჩვენებს, რომ მისი მიზანია გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება
„ქართული ოცნება“ - ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, შანტაჟი ვერ გვაიძულებს, გადავდგათ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი, სანქციები თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს
შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადება - აშშ-ის მხარდაჭერა მოქალაქეების პროტესტის დამსახურებაა, ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში
ლევან ხაბეიშვილი - მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის
ალექსეი გონჩარენკო - ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის
მეტის ჩვენება
Სარეკლამო