რუსული „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაჟონვა მოხდა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
რუსული „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაჟონვა მოხდა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

რუსული „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაჟონვა მოხდა

27 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/GYvK9k4VR.webp

შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის საკუთრებაში არსებული „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის გაზსადენიდან შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ წყლებში გაჟონვა მოხდა.

„ორი გაჟონვაა - ერთი შვედეთის ეკონომიკურ ზონაში და ერთი დანიის ეკონომიკურ ზონაში. ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან“, - განუცხადა Reuters-ს შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, გაჟონვა დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

”გავაძლიერეთ დაკვირვება, რათა უზრუნველვყოთ, რომ არცერთი გემი არ მიუახლოვდეს ადგილს,” - აღნიშნა შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ დანიის ხელისუფლებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაუქმებული მილსადენიდან ბალტიის ზღვაში გაზის გაჟონვის შესახებ და გემებს გარკვეულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. იმავე დღეს, მოგვიანებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენის ოპერატორმა გაზსადენის ორივე ხაზზე წნევის ვარდნის შესახებ განაცხადა.

ამასთან, დანიის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „აკრძალული ზონის გარეთ გაჟონვასთან დაკავშირებით უსაფრთხოების რისკები არ არსებობს. ინციდენტი დანიის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას არ შეეხება“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო