რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სიტუაცია დარეგულირდა
29 სექტემბერი, 2022

რუსული სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სიტუაციის ნორმალიზება მოხდა და ფეხით საზღვრის გადაკვეთის მსურველების რიგი აღარ არის. მედიის ცნობით, მანქანები ორი კილომეტრის მანძილზე ერთ რიგად დგანან.
როგორც „ტასის“ კორესპონდენტი იტყობინება, კოლონის მოძრაობის სიჩქარე არსებითად გაიზარდა.
მედიასაშუალების მონაცემებით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას 4,8 ათასამდე ავტომობილი ელოდება, საიდანაც დაახლოებით სამი ათასი მსუბუქი მანქანაა.
მანამდე, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში 20 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო