erimedia_ravk/02XCWUJIR.jpeg

რუსული მხარე ადასტურებს, რომ ვაშინგტონმა მოსალოდნელი ტერაქტის მზადების შესახებ ინფორმაცია გადასცა

ამბები
რუსული მხარე ადასტურებს, რომ ვაშინგტონმა მოსალოდნელი ტერაქტის მზადების შესახებ ინფორმაცია გადასცა
ამბები

რუსული მხარე ადასტურებს, რომ ვაშინგტონმა მოსალოდნელი ტერაქტის მზადების შესახებ ინფორმაცია გადასცა

erimedia_ravk/02XCWUJIR.jpeg
23 მარ

რუსული მხარე ვაშინგტონის მიერ მოსალოდნელი ტერაქტის მზადების შესახებ ინფორმაციის გადაცემას ადასტურებს. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სააგენტო წერს, სპეცსამსახურის განცხადებით, „ასეთი ინფორმაცია მიიღეს, თუმცა ის ზოგადი ხასიათის იყო, რაიმე კონკრეტიკის გარეშე“.

ცოტა ხნის წინ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ედრიენ უოთსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ამ თვის დასაწყისში აშშ-ის მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, პოტენციური სამიზნეს ფართო შეკრებები, მათ შორის კონცერტები წარმოადგენდა, რამაც უბიძგა სახელმწიფო დეპარტამენტს, გამოეცა საჯარო გაფრთხილება რუსეთში მყოფი ამერიკელებისთვის. აშშ-ის მთავრობამ ასევე გაუზიარა ეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ამას „გაფრთხილების ვალდებულების“ პოლიტიკა ითვალისწინებს“.

ამასთან, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ საკუთარ მოქალაქეები მარტის დასაწყისში გააფრთხილეს და რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდეს. აშშ-ის საელჩო 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ „საელჩო აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტები გეგმავენ თავდასხმებს მოსკოვში დიდ შეკრებებზე, განსაკუთრებით, კონცერტებზე და ურჩევს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში“.

ცნობისთვის, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 93-ს მიაღწია, დაშავებულია 121 ადამიანი.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო