erimedia_ravk/uIIRHgJVg.jpeg

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს

ამბები
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს
ამბები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს

erimedia_ravk/uIIRHgJVg.jpeg
10 თებ

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დილიდან მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით,, ადგილობრივი დროით დაახლოებით 08:30 საათზე რუსებმა „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, კრივოი-როგში, ხმელნიცკში, ვინიცაში, ივანო-ფრანკოვსკში, ასევე ლვოვის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და პოლტავის ოლქებში. ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დარტყმის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

რუსეთის ძალებმა ხარკოვში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შესახებ აფრთხილებს.

მედიის ინფორმაციით, რაკეტის ნამტვრევები ასევე ჩამოვარდა კიევში, გოლოსეევსკის რაიონში, რის შედეგადაც დაზიანდა კერძო სახლი და ავტომობილი. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა დილით ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მასირებული დარტყმა მიიტანეს „ეს-300“-ის ტიპის რეკორდული რაოდენობის რაკეტებით. მისი მონაცემებით, სულ რუსეთის ძალებმა „ეს-300“-ის 35 რაკეტა გაუშვეს ბელგოროდის ოლქიდან და ტოკმაკის რაიონიდან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო