სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ჰყავს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ჰყავს
ამბებიწყარო: 1tv.ge

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ჰყავს

19 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/E7JdKji4g.jpeg

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ჰყავს.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და პოსტპანდემიური გამოწვევების საპასუხოდ, სააგენტომ შეიმუშავა ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის 7 აპრილს დაიწყო.

„პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას, კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: სერტიფიცირება და ლიცენზირება; ბრენდინგი / პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო ქსელში შესვლა.

ტექნიკური დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ სექტორებს: ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, კომბინირებული საკვების წარმოება შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები, საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა). აგროსასურსათო პროდუქციაზე ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტი.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება წარმოებდა სრულად ელექტრონულ ფორმატში, სააგენტოს ექსპორტიორთა პლატფორმაზე, რამაც პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის მაღალი ხარისხი უზრუნველყო. კონკურსის შედეგად, ექსპორტის სტიმულირების პროგრამას 50 ბენეფიციარი ჰყავს“, – აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციაში.

ავტორი - შალვა სუმბაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო