erimedia_ravk/5BxdbaxVg.jpeg

სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა

ამბები
სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა
ამბები

სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა

erimedia_ravk/5BxdbaxVg.jpeg
2 მარ

პაციენტ სააკაშვილის მკურნალი ექიმი შეიცვალა, ეს იყო პაციენტის კატეგორიული მოთხოვნა, რომ არ გააგრძელებდა თანამშრომლობას მკურნალ ექიმთან, ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

„ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტის სურვილი და მოთხოვნა, შესაბამისად შეიცვალა მკურნალი ექიმი, ახლა იქნება ლუიზა შენგელია. პაციენტმა არ ისურვა შემდგომში გაგრძელებულიყო მათი თანამშრომლობა, რომ ქალბატონ თამარს გაეგრძელებინა მუშაობა მასთან. სხვა არაფერი არ ყოფილა. პერსონალი აკეთებს თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს და აგრძელებს თავის მოვალეობის შესრულებას მიუხედავად ყველაფრისა“, – განაცხადა ექმიმმა.

ამასთან, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილი კვლავ დაბალი კალორაჟის საკვებს იღებს.

„საკვებს იღებს, როგორც იღებდა აქამდე. ენდოკრინოლოგის, ნუტრიციოლოგის კონსულტაცია ფაქტობრივად არ სრულდება. შესაბამისად, აგრძელებს იმავე კალორაჟის მიღებას, როგორც იღებდა აქამდე. ძალიან მცირე კალორაჟია, დაახლოებით მესამედია იმ საჭირო კალორაჟისა, რაც ესაჭიროება მის ორგანიზმს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი აღარ არის. როგორც თამარ დავარაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა მას სუს-ის აგენტი უწოდა.

„როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში. პაციენტი უცნაურად შემხვდა. მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა. ვკითხე ამის შესახებ და მითხრა, რომ სუს-ის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი იყო, მას ვუთხარი, გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ-მეთქი. იმის შემდეგ მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ. ეს გადაცემა კვირას, საღამოს იყო და ეს მითხრა ორშაბათს. მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი, რაც მოხდა. 10 თვე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება. სააკაშვილს ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს. მას იცნობს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე“, – განაცხადა თამარ დავარაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო