erimedia_ravk/NpgqLO5VR.png

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება

ამბები
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება
ამბები

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება

erimedia_ravk/NpgqLO5VR.png
14 დეკ

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება, ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ერთი თვე აქვთ მოთხოვნილი პენიტენციური სამსახურს წარომადგენლებს და ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ერთი თვეა საჭირო. იმის გათვალისწინებით, რომ სამსჯელი გვაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვფიქრობ, ეს საკითხი გონივრულ ვადებაში უნდა იქნას განხილული და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილი. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გთავაზობთ, მომდევნო სხდომა გაიმართოს 22 დეკემბერს 11:00 საათზე“, – აღნიშნა მოსამართლემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ პროცესს დისტანციურად დასწრებოდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

ამასთან, მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა „ვივამედიდან“ მიღებული წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექიმი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მიხელ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო