erimedia_ravk/iEU0HxiSR.jpeg

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მათთვის შეთავაზებული ზოგიერთი სერვისის მისაღებად ვადებს შეახსენებს

ამბები
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მათთვის შეთავაზებული ზოგიერთი სერვისის მისაღებად ვადებს შეახსენებს
ამბები

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მათთვის შეთავაზებული ზოგიერთი სერვისის მისაღებად ვადებს შეახსენებს

erimedia_ravk/iEU0HxiSR.jpeg
16 სექ

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნები მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

„არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ადმინისტრაცია ამომრჩეველს ამ არჩევნებისთვისაც არაერთ სერვისს სთავაზობს. არჩევნებამდე ორი კვირა რჩება და დღეს მინდა შეგახსენოთ ინფორმაცია იმ სერვისებისა და ვადების შესახებ, რომელიც გადასატანი ყუთისა და ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნას უკავშირდება.

პირველი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შუალედურ ან რიგგარეშე არჩევნებში, შეუძლიათ მოითხოვონ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი ადაპტირებულ/მისაწვდომი საარჩევნო უბანი. ამისათვის მათ არაუგვიანეს 20 სექტემბრის 18:00 საათამდე, უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დაუკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 და მოითხოვონ მათთვის სასურველი ადაპტირებული საარჩევნო უბანი.

დეტალური ინფორმაცია და ფოტოები კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ კი ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ „საარჩევნო რუკაზე“ შეუძლია ნახოს. ცესკოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია როგორც მარტივი ადაპტაციის, ისე პანდუსის მქონე 46 საარჩევნო უბნის შესახებ.

რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას - ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა და იმყოფება ამავე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი. ამისათვის მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას 20 სექტემბრის 18:00 საათამდე.

მივმართავთ ეტლით მოსარგებლე და გადასატანი ყუთის საჭიროების მქონე ამომრჩევლებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის საარჩევნო კომისიას.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 133 საარჩევნო უბნიდან 103-ზე არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს აქტიურად ჩაერთონ არჩევნების მოდერნიზების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში“, - განაცხადა იოსელიანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები სანქციების დაწესებას განიხილავენ
საფრანგეთი მხარს უჭერს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის პრემიერისა და „ჰამასის“ ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ
Სარეკლამო
„პოლიტიკო“ - საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების ბრძანება გასცა
ალექსანდრ ლიტვინენკო - უკრაინა აცნობიერებს, რომ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, ამიტომ მომზადდა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა
ირაკლი კობახიძე - საქართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო
მეტის ჩვენება
Სარეკლამო