საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემთხვევაში, "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაცმოძრაობა" გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილებას მხარს დაუჭერს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემთხვევაში, "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაცმოძრაობა" გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილებას მხარს დაუჭერს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემთხვევაში, "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაცმოძრაობა" გენპროკურორის არჩევის წესში ცვლილებას მხარს დაუჭერს

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/2pIWZiG4g.webp

ოპოზიციის ნაწილი - "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმდა, რომ გენპროკურორის არჩევის წესს მხარს დაუჭერს თუ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება მოხდება, რომელიც მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას და ბარიერის შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

როგორც "ლელოს" დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ახლა ხელისუფლება მათ ახალ საკონსტიტუციო ინიციატივას სთავაზობს, რომელშიც სიტყვა - სიტყვით არის გადმოტანილი ის პუნქტი, რომელიც თავის დროზე "ქართული ოცნების" მოთხოვნით იქნა ამოღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან და მის გარეშე იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები მხარდაჭერილი პირველი მოსმენით, რის შემდეგაც მეორე მოსმენით განხილვა მათი მოთხოვნის მიუხედავად აღარ მომხდარა.

"ცხადია, დღესაც ვიქნებით მზად მხარი დავუჭიროთ ამ ტექსტს, მაგრამ თუ „ოცნება“ ცდილობს მანამდე პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც წერია სრულად პროპორციული არჩევნები და ა.შ. გადააგდოს და თქვას, რომ ჯერ გენპროკურორის არჩევის წესი მივიღოთ და მერე ვნახოთ რა იქნება, ცხადია, ჩვენ ამაში მათ ვერ გავყვებით",- განაცხადა უსუფაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით კი, სამართლიანი იქნება ის პირობა, რაც გაცემული აქვს "ქართულ ოცნებას", სრულად შეასრულოს და არა ნაწილობრივ.

"არათანმიმდევრულია "ქართული ოცნება" ჯერ პროექტიდან ამოიღეს გენპროკურორის ნაწილი და მოსწონდათ ბარიერთან დაკავშირებული ნაწილი. ახლა თავს იკავებენ ბარიერთან დაკავშირებულ ნაწილზე და შეამოაქვთ გენპროკურორის არჩევის წესი, ასე "კატა-თაგვობანას" ვერ ვითამაშებთ. შეთანხმება უნდა შესრულდეს სრულად, რაც ნიშნავს კენჭი ვუყაროთ ბარიერის ნაწილსაც და გენპროკურორის ნაწილსაც",- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება“ მზადაა, გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს. საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის იმ წესის ამოქმედებაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდა, საკონსტიცუციო ცვლილებების პროექტის სახით პარლამენტს წარედგინა, თუმცა პროექტის პირველი მოსმენით მიღებისას აღნიშნული წესის მიღებაზე უარი ითქვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო