საბერძნეთის მთავრობა ნატო-ს, ევროკავშირს და გაერო-ს თურქეთის ოფიციალური პირების „აგრესიული რიტორიკის“ დაგმობისკენ მოუწოდებს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
საბერძნეთის მთავრობა ნატო-ს, ევროკავშირს და გაერო-ს თურქეთის ოფიციალური პირების „აგრესიული რიტორიკის“ დაგმობისკენ მოუწოდებს
ამბებიწყარო: 1tv.ge

საბერძნეთის მთავრობა ნატო-ს, ევროკავშირს და გაერო-ს თურქეთის ოფიციალური პირების „აგრესიული რიტორიკის“ დაგმობისკენ მოუწოდებს

7 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/nfSAhoMVR.jpeg

საბერძნეთის მთავრობა ნატო-ს, ევროკავშირს და გაერო-ს თურქეთის „აგრესიული რიტორიკის“ დაგმობისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა წერილი გაუგზავნა პარტნიორებს ნატო-სა და ევროკავშირში, ასევე გაერო-ს გენერალურ მდივანს, სადაც მათ მოუწოდებს, ოფიციალურად დაგმონ თურქი ოფიციალური პირების მზარდი აგრესიული გამოსვლები.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილებში აღნიშნულია, რომ ნატო-ს მოკავშირე თურქეთის ქცევა რეგიონში სამმა ორგანიზაციამ უნდა დაგმოს.

„ამის დროულად არ გაკეთებით ან საქმის სერიოზულად არ შეფასებით, ჩვენ ვრისკავთ გავხდეთ ისეთი სიტუაციის მომსწრენი, როგორიც ახლა ვითარდება ჩვენი კონტინენტის სხვა ნაწილში, რისი ხილვაც არავის არ სურს“,- წერია წერილში, რომლითაც საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში ომზე მიანიშნებს.

წერილებში ათენი ციტირებს თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებს, საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის ზღვის კუნძულების ოკუპაციის შესახებ.

„თურქეთის ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა მომავალი აგრესია წარმოაჩინოს უკვე მომზადებულ და რაც მთავარია გამართლებულ ქმედებად“, – ნათქვამია წერილებში.

საგარეო საქმეთა მინისტრი წერილებში აღნიშნავს, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაინახავს აღნიშნულის ნამდვილ მასშტაბებს და არ მიიღებს სათანადო ზომებს, თურქეთის ეს პოზიცია სარისკოა რეგიონის დესტაბილიზაციისთვის და გამოიწვევს შედეგებს, რომლის სიმძიმის შეფასება რთულია.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთს დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულების ოკუპაციაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, როდესაც ამის დრო დადგება.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო