საბერძნეთის პრემიერი - მოსახლეობა უნდა მოემზადოს ძალიან რთული ზამთრისთვის, რაც განპირობებული იქნება გაზის ფასის ზრდით

ამბები/ წყარო: imedinews.ge
საბერძნეთის პრემიერი - მოსახლეობა უნდა მოემზადოს ძალიან რთული ზამთრისთვის, რაც განპირობებული იქნება გაზის ფასის ზრდით
ამბებიწყარო: imedinews.ge

საბერძნეთის პრემიერი - მოსახლეობა უნდა მოემზადოს ძალიან რთული ზამთრისთვის, რაც განპირობებული იქნება გაზის ფასის ზრდით

11 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ECgb8UGVR.jpeg

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მოსახლეობა უნდა მოემზადოს „ძალიან რთული ზამთრისთვის“, რაც განპირობებული იქნება გაზის ფასის ზრდით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თესალონიკის 86-ე საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კირიაკოს მიცოტაკისმა გაზის საფასურის ზრდაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ გაუმკლავდება მარტივად საწვავის ათმაგ გაძვირებას.

„მოსკოვს სურს, ენერგეტიკული არასტაბილურობა პოლიტიკურ არასტაბილურობად აქციოს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, იმიტომ რომ მხარს ვუჭერთ დემოკრატიასა და თავისუფლებას. გარდა ამისა, ჩვენ თვითონაც ვიცით, რას ნიშნავს, იღებდე მუქარებს მეზობლისგან“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო