erimedia_ravk/6oSCivq4R.jpeg

სად ითამაშებს გიორგი მიქაუტაძე - ინტერესს ფრანგული და ინგლისური კლუბები იჩენენ

ამბები
სად ითამაშებს გიორგი მიქაუტაძე - ინტერესს ფრანგული და ინგლისური კლუბები იჩენენ
ამბები

სად ითამაშებს გიორგი მიქაუტაძე - ინტერესს ფრანგული და ინგლისური კლუბები იჩენენ

erimedia_ravk/6oSCivq4R.jpeg
25 ივლ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მსურველთა რიგებს, როგორც ჩანს, მარსელის ოლიმპიკიც შეუერთდა.

ფრანგული გამოცემა le10sport იტყობინება, რომ გუნდი 22 წლის ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებულია, თუმცა, ჯერჯერობით, ფინანსურ დეტალებზე ცნობილი არაფერია.

წყაროს თანახმად, მარსელის პრეზიდენტი პაბლო ლონგორია გიორგის თამაშით გასულ სეზონში მოიხიბლა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს თავისი აზრი უკვე გააცნო.

პრობლემა ისაა, რომ ოლიმპიკმა მიქაუტაძის შეძენამდე სხვა ფეხბურთელები უნდა გაყიდოს, რათა ტრანსფერისთვის საჭირო ბიუჯეტი გამონახოს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მიქაუტაძით ინგლისური შეფილდ იუნაიტედიც ინტერესდება, რომელმაც მეცს 18 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა.

მეცთან მიქაუტაძეს კონტრაქტი 2026-წლამდე აქვს გაფორმებული. ფრანგული კლუბი მის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს. ადრე საუბარი იყო რომის ლაციოსა და ბარნლიზე, მაგრამ ეს ვარიანტები პრაქტიკულად ჩაიშალა, რადგან იტალიელებმაც და ინგლისელებმაც უკვე სხვა ფორვარდები დაიმატეს.

აგრეთვე განიხილება ლიონის ვარიანტიც, მაგრამ "ლომებს" ჯერ ქმედითი ნაბიჯი ტრანსფერისთვის არ გადაუდგამთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ასევე დასახელდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.

ის ამჟამად ახალი სეზონისთვის მეცთან ერთად ემზადება, რომლის რიგებში ორ საკონტროლო მატჩში 2 გოლი გაიტანა. მეცი ლიგა 1-ის პირველ ტურში 13 აგვისტოს სტუმრად რენს დაუპირისპირდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო