საელჩო - ლიზ ტრასის კიევში ვიზიტისთვის მზადება უკვე დაწყებულია
6 სექტემბერი, 2022

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საელჩომ ლიზ ტრასის კიევში ვიზიტისთვის მზადება უკვე დაიწყო, - ამის შესახებ ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.
„როდესაც ის ოფიციალურად გახდება პრემიერ-მინისტრი, ვფიქრობ, რომ მაშინვე მოჰყვება ზარი და ლიზ ტრასის ვიზიტზე შეთანხმება არ დააყოვნებს. ჩვენ, როგორც დიპლომატიურმა სისტემამ, უკვე დავიწყეთ ამ საუბრის და ლიზ ტრასის კიევში ჩამოსვლის მომზადება“, - აღნიშნა პრისტაიკომ.
მისი თქმით, ბრიტანეთის საზოგადოება ერთსულოვანია იმ პოზიციაში, რომ რუსეთმა უნდა წააგოს ეს ომი.
შეგახსენებთ, გუშინ, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრად ლიზ ტრასი დასახელდა, რომელიც დღეს დედოფალს შეხვდება და პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნება.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
