საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“

11 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/8BQ6JwMVR.webp

12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, კინოთეატრ „ამირანში“ საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართება, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ფესტივალში ყოველდღიურად ჩართული იქნება 13-დან 18 წლამდე 300-მდე ახალგაზრდა, რომელიც ჟიურის როლსაც შეასრულებს - წინასწარ შერჩეული ფილმებიდან გამოავლენენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს და საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელთა რეჟისორებსაც „თაობას“ სახელით ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოები გადაეცემათ.

„კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორქშოფებსა და გასართობ აქტივობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ უცხოელ რეჟისორებს, მსახიობებს და სფეროს პროფესიონალებს, გაიზიარონ მათი გამოცდილება და მიიღონ დამატებითი ცოდნა. კინოპროგრამა ორ სექციას მოიცავს: მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი განკუთვნილია 13-15 წლის ახალგაზრდებისთვის. ნაჩვენები იქნება 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ხოლო, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი განკუთვნილია 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება 4 სრულმეტრაჟიანი ფილმი.

ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ლექციების, ვორქშოფებისა და მასტერკლასებისგან. პროგრამა მოიცავს ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის: კინოკრიტიკა, კინოს ისტორია, ლიტერატურა, სცენარის განვითარება, მედია, რეჟისურა, პროდიუსინგი და სხვა. „თაობის აკადემია“ - კინოხელოვნებით დაინტერესებულ 19-22 წლის, წინასწარ შერჩეულ 20 სტუდენტს შესაძლებლობა აქვს დაესწროს პროფესიული განვითარების ლექციებს, პროფესიული მიღწევების მქონე ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები და სფეროს პროფესიონალები შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, ჩეხეთი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, ფინეთი, ესტონეთი, ირანი, რუმინეთი, შვეიცარია და საქართველო.

„თაობა“ ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებაზე ორიენტირებული ერთადერთი კინოფესტივალია საქართველოში, რომელიც 2018 წელს ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა. ფესტივალი ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას, ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებას და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებას. ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი; იტალიის საელჩო და კინოთეატრი „ამირანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ფესტივალის შესახებ www.taobaff.ge

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო