„საერთაშორისო გამჭვირვალობა" – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, იანვარ-ივნისში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა კი 240 000 ადამიანს შეადგენს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„საერთაშორისო გამჭვირვალობა" – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, იანვარ-ივნისში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა კი 240 000 ადამიანს შეადგენს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა" – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, იანვარ-ივნისში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა კი 240 000 ადამიანს შეადგენს

3 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/QlULnfz4g.webp

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის - „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე“ თანახმად, 2022 წლის იანვარი-ივნისში საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა 240 000 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წლებთან შედარებით სერიოზულ ზრდას წარმოადგენს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა გიგაურმა აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი, 7-ჯერ მეტია. კვლევის მიხედვით, დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. „გაიზარდა რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, დაახლოებით 240 000 ადამიანი შემოვიდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის სერიოზული ზრდა წინა წლებთან შედარებით. საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზეც კი 7-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 13,500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა; მარტიდან დარეგისტრირებულ კომპანიების 93% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა. ხშირ შემთხვევაში ეს რეგისტრაციები ხდება ფიქტიურ მისამართებზე, მაგალითად აბაშაში, სოფელ ქოლობანში ბოლო 3 თვეში დარეგისტრირდა 108 რუსული კომპანია, ადიგენის სოფლებში კი 600 რუსული კომპანია“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებითაც მიმართავს. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამ კუთხით, მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის და საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო