საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

ამბები/ წყარო: mfa.gov.ge
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ამბებიწყარო: mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

29 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/WB2vIIV4g.jpeg

29 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ამ კუთხით ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და დაგეგმილ ნაბიჯებს. COEST-ის დელეგაციამ კიდევ ერთხელ მიულოცა ქართულ მხარეს 2022 წლის ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც ქვეყანას ოფიციალურად გაეხსნა გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი, სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მკაცრად და ერთსულოვნად იქნა დაგმობილი, ბელარუსის დელეგაციის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინ განხორციელებული ვიზიტი.

COEST-ის დელეგაცია ასევე მიესალმა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს და გატარებულ კომპლექსურ რეფორმებს.

შეხვედრის ფარგლებში, ზოგადად მიმოიხილეს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები, რეგიონში უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე მზაობა ქვეყნის ევროპული დღის წესრიგისა და დასახული პრიორიტეტების, მათ შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით.

შეხვედრაზე COEST-ის დელეგაციამ საქართველოში განხორციელებული ვიზიტი უაღრესად დადებითად შეაფასა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო