საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა
ამბებიწყარო: 1tv.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/LbfilMMVg.jpeg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიურ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. კანონპროექტის ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, ზედიზედ ორჯერ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა პირმა, მომდევნო როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე სამინისტროში უნდა იმუშაოს ან ჩაირიცხოს დიპლომატიური სამსახურის/მოხელეთა რეზერვში არანაკლებ ერთი წლით. შესაბამისად, დაუშვებელი იქნება როტაციის წესით პირის სამუშაოდ მივლინება ზედიზედ სამჯერ.

პროექტის გათვალისწინებით, დიპლომატიური სამსახურის რეზერვთან ერთად დაემატა მოხელეთა რეზერვი, რადგან როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარიგზავნებიან აგრეთვე ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებიც გამოწვევის შემდგომ ირიცხებიან მოხელეთა რეზერვში. საგარეო უწყება განმარტავს, რომ ახლებურად ყალიბდება პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა მინისტრის მიერ (განსაკუთრებულ შემთხვევაში), შემდეგი როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე, სამინისტროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი ვადის შემცირების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში კანონპროექტით მიხედვით, ერთწლიანი ვადის შემცირების შესაძლებლობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკონსულო თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული პერსონალის შემთხვევაში.

ამასთან, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირს, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს პარლამენტში ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, ან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეუნარჩუნდება მხოლოდ დიპლომატიური რანგი, რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მორიგი დიპლომატიური რანგის მინიჭება დაკავშირებულია სამინისტროში დანერგილ საჯარო მოხელის შეფასების სისტემასთან.

ზემოთ აღნიშნულია გარდა, საგარეო უწყების ცნობით, სწორდება კანონში არსებული ხარვეზი და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხვის საფუძვლად დაემატება შემთხვევები – დიპლომატიური წარმომადგენლობიდან პირის ვადაზე ადრე გამოწვევა ერთ თვეზე მეტი ვადით დროებით შრომისუუნარობის გამო; დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

პროექტის თანახმად, პირს, რომელსაც გაუვა როტაციის წესით სამუშაოდ მივლინების ვადა, დაუშვებელი იქნება იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/ საკონსულო დაწესებულებაში დაინიშნოს ერთი წლის განმავლობაში, ვინაიდან როტაციის წესით სამუშაოდ მივლინების პროცესი დაკავშირებულია იმ კონკრეტულ მომენტში, შესაბამის ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატურის შერჩევასთან.

ასევე ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ზემოთ აღნიშნული რეგულაციები გამოიყენება პოლიციის ატაშეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირების მიერ სამსახურის გავლის, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის, მისი გაგრძელებისა და გამოწვევის მიმართ.

კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ უსაფრთხოების ატაშეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურის გავლის, მათ შორის მათი გამოწვევის მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები, თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იქნება, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ პოლიციის ატაშეს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტრუქტურაში – მეკავშირე ოფიცერს, აგრეთვე მათი აპარატების თანამდებობის პირებს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 6 თვემდე გაუგრძელოს.

საგარეო უწყება განმარტავს, რო. ცვლილებების მიზანია, მინისტრის ბრძანებით დარეგულირდეს, როგორც როტაციის წესით სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა და წესი, ასევე მოსამსახურეთა წახალისებასთან დაკავშირებული საკითხები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო