erimedia_ravk/hGTIRqOSg.jpeg

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ამბები
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
ამბები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

erimedia_ravk/hGTIRqOSg.jpeg
29 დეკ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

სამოქმედო გეგმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ წარუდგინა.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთი სტრატეგიული ამოცანების შესრულება, როგორიცაა: დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა.

გეგმის მიხედვით, გაწერილია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები.

ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ხაზგასმულია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა 2024 წელს საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა იქნება.

„2023 წელს ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის მიღწევის გზაზე და მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაშიც კომიტეტს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მინდა, კომიტეტის წევრებს დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

​საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ ბელარუსში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს გმობს
პოლონეთში უკრაინის ელჩი პოლონეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინული მარცვლეულის გადმოყრისთვის დამნაშავეები დასაჯონ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი დგამს მტკიცე ნაბიჯებს, რათა გახდეს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ძალა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების მიზნით, უახლოეს დღეებში აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართება
ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა
Სარეკლამო
ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ირაკლი კობახიძე - ბრიუსელში გამოიკვეთა განსაკუთრებული კეთილგანწყობა ქვეყნის, დელეგაციის მიმართ, ჯოზეფ ბორელმა ასოცირების საბჭოს სხდომა შეაფასა, როგორც საუკეთესო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა
„როიტერი“ - ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ yandex-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟის სანქცირებულთა სიიდან ამოიღებენ
დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მისაღწევად შესაძლოა, კიევამდე მისვლა გახდეს საჭირო
„პოლიტიკოს“ ცნობით, ჯო ბაიდენი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მარკ რუტეს კანდიდატურას უჭერს მხარს
მეტის ჩვენება
Სარეკლამო