საგურამოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
7 ივნისი, 2022
საგურამოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საავტომობილო გზების ნაწილი და ავტომობილები.
გარკვეულ მონაკვეთებზე ნიაღვარმა ქვა-ღორღის ჩამოშლა გამოიწვია.
როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა მიმდებარე სოფლებშიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები. სოფელ ნავდარაანთკარში კი მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
