საქართველო ისტორიულ ევრობასკეტს ბელგიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე

ამბები/ წყარო: 1tv.ge
საქართველო ისტორიულ ევრობასკეტს ბელგიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე
ამბებიწყარო: 1tv.ge

საქართველო ისტორიულ ევრობასკეტს ბელგიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე

1 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/k5UaB3W4R.jpeg

საქართველოს ნაკრები დღეს ევრობასკეტი 2022-ის პირველ მატჩს გამართავს. ისტორიული ევრობასკეტის გახსნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი ბელგიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვინც მატჩზე დასწრებას ვერ შეძლებს, საშუალება ექნება საქართველოს ნაკრებს რიყის პარკში, პირველი არხის საგულშემატკივრო ზონიდან დიდ ეკრანზე უქომაგოს. სადაც ასევე გაიმართება გათამაშებები და საინტერესო სპორტული აქტივობები.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ჩვენთვის ისტორიული ორი მიზეზის გამოა – საქართველო ჩეხეთთან, გერმანიასთან და იტალიასთან ერთად შეჯიბრების მასპინძელია.

2022 წელს ევრობასკეტის თბილისში გამართვას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ზუსტად 100 წლის წინ, 1922 წელს შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი – უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე პირველი კალათი დაიდგა. ჩვენი ქვეყანა კალათბურთის 100 წლისთავს ზეიმობს.

საქართველო

საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა თავის პირველ ევრობასკეტზე (2011 წელს) გახნის მატჩი სწორედ ბელგიასთან გამართა და დიდი ანგარიშით, 81:59 გაიმარჯვა.

erimedia_ravk/nIBffqWVR.jpeg

მსგავსი: ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების...

იმედი დავიტოვოთ, რომ ანგარიში და სხვაობა თუ არა, შედეგი დაემთხვევა და „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატს გამარჯვებით გახსნიან.

ჩვენს გუნდს აქამდე ოთხ ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია და სამ შემთხვევაში შეჯიბრება მოგებით დაიწყო.

საქართველოს ნაკრებში NBA-ის ორი კალათბურთელი თამაშობს – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. თუმცა არის დიდი დანაკლისი: 24 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მხრის ტრავმა მიიღო კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ და ევრობასკეტზე ვეღარ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ოპტიმისტურადაა განწყობილი:

„დიდი ხანი ვოცნებობდით ამ მომენტის დადგომაზე, ახლა კი უმაღლესი რანგის ღონისძიებას ვმასპინძლობთ. კიდევ ერთხელ, იმედია კარგად ვითამაშებთ და შემდეგი რაუნდის სათამაშოდ ბერლინში გავემგზავრებით. რომელი ადგილით ვგეგმავთ და გვსურს პლეი ოფში გასვლა?!ჩვენთვის მიზანი ბერლინის ეტაპზე მოხვედრაა. კალათბურთში ყოფნის პერიოდში იმას მივხვდი, რომ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება. არსებულ ვითარებაზე სწორი რეაქცია უნდა გვქონდეს, შინ ვთამაშობთ და გულშემატკივრის მხარდაჭერა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ამავდროულად, ზეწოლაცაა. თუმცა, უნდა მოვახერხოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. საჭირო სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ჩვენ არა მხოლოდ ეს ჯგუფი, არამედ პოტენციური მეტოქეებიც შევისწავლეთ. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა და პირველად მიზანს მივაღწიეთ, მოთამაშეებამდე ინფორმაციის მისატანად 2 დღე გვექნება. დღეს კი მთავარი ბელგიასთან მატჩია, დანარჩენი კი შემდეგ ვნახოთ“.

ბელგია

ბელგიის ნაკრებში ვარსკვლავები არ არიან, თუმცა  გუნდური თამაშით გამოირჩევა და შესარჩევ ეტაპებზე მაღალ შედეგებსაც აღწევს. ევროლიგის გუნდიდან ჩვენს მეტოქეებს ერთადერთი კალათბურთელი ჰყავთ – რეტინ ობაჰოსანი ფრანგული „ვილერბანის“ ღირსებას იცავს.

გაცილებით გამოცდილია ჯონათან ტაბუ, რომელიც ქართველებისთვის კარგად ნაცნობია: გიორგი შერმადინთან და მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად იტალიურ „კანტუში“ გამოდიოდა. მას საქართველო-ბელგიის ოთხიდან სამ ოფიციალურ მატჩში უთამაშია.

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარიო ჯერჯია:

„ჩვენი მეტოქის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში NBA-სა და ევროლიგის კალათბურთელები არიან. იგივე გოგა ბითაძე ავიღოთ, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, უკვე ნამდვილი ვეტერანივით თამაშობს, რადგანაც კალათბურთი საოცრად კარგად ესმის. ვფიქრობ, ძირითადი აქცენტი მოხსნებზე უნდა გავაკეთოთ და მეტოქეს ფარქვეშიდან იოლი ბურთების ჩაგდების საშუალება არ მივცეთ.ვერ ვიტყვი, რომ მათი პერიმეტრის მოთამაშეები რამით ჩამორჩებიან. ალბათ, ყველას გახსოვთ ერთი კვირის წინ ნიდერლანდებთან გამართული შეხვედრა. საქართველოს მხოლოდ 3-4 წუთი დასჭირდა, რათა თანაბარი თამაშის ფონზე დიდი გაქცევა მოეწყო. ისინი აგრესიულ თამაშზე გადავიდნენ, რამაც მეტოქის დაკარგვები გამოიწვია, ამას კი სწრაფი შეტევები მოჰყვებოდა“.

ბელგია - მოთამაშეები: ისმაელ ბაკ 2081995 იტალია (ვირტუსი). ვრენზ ბლეიენბერგი 2082000 ოოსტენდე (ბელგია). ჰარის ბარატანოვიჩი 2082001 ოოსტენდე (ბელგია). მაქსიმ დე ზეეუვი 2041987 ლიმბურგი (ბელგია). პიერ-ანტუან ჟილე 2011991 ოოსტენდე (ბელგია) . არჩანჯ იზავ ბოლავი 2081997 ბრიუსელი (ბელგია). მანუ ლაკომტე 1801995 ჟონავოსი (ლიეტუვა). ალექსანდრ ლიბერი 1871990 შარლერუა (ბელგია). ჟან-მარკ მვემა1951989 ანტვერპენი (ბელგია). მარშალ ნელსონი1841994 ტაიპანსი (ავსტრალია). რეტინ ობასოჰანი 1831993 ასველი (საფრანგეთი). რობი როგიერსი 2061997 ანტვერპენი (ბელგია ). ჟან სალუმუ 1931990 სოპოტი (პოლონეთი). ლოიკ შვარცი 1931992 ორლეანი (საფრანგეთი). ქუენტინ სერონი 1901990 ბულაზაკი (საფრანგეთი). ჯონათან ტაბუ 1851985 ლიმბურგი (ბელგია). კევინ ტუმბა 2061991 ბრიუსელი (ბელგია). ჰანს ვანვიინი 2061995 ნანტერი (საფრანგეთი). მწვრთნელი: დარიო ჯიერჯია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო