საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების თითქმის მესამედს რუსეთში ყიდულობს

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების თითქმის მესამედს რუსეთში ყიდულობს
ამბებიწყარო: www.bpn.ge

საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების თითქმის მესამედს რუსეთში ყიდულობს

24 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/phWzdKWVg.jpeg

საქართველო საკვები და სასმელი პროდუქტების თითქმის მესამედს, დაახლოებით 31%-ს რუსეთში ყიდულობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ ჩრდილოეთში 238,856 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი შეიძინა, მთლიანად კი წელს 7 თვეში საკვების და სასმელის იმპორტმა 772,700 მლნ დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზე, ტრადიციულად არის თურქეთი, საიდანაც წელს 100,451 მლნ დოლარის საკვების და სასმელის იმპორტი განხორციელდა, სამეულშია ბრაზილია - 52,631 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტით.

Top-10 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2022 წლის იანვარ-ივლისში საკვები და სასმელი პროდუქტი შეიძინა:

  • რუსეთი - 238,856 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 100,451 მლნ დოლარი
  • ბრაზილია - 52,631 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 42,904 მლნ დოლარი
  • პოლონეთი - 27,341 მლნ დოლარი
  • გერმანია - 26,012 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 21,090 მლნ დოლარი
  • ნიდერნალდები - 18,146 მლნ დოლარი
  • საფრანგეთი - 17,896 მლნ დოლარი
  • ჩინეთი - 16,626 მლნ დოლარი

აღსანიშნავია, რომ წელს საკვები და სასმელი პროდუქციის იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც ძირითადად მსოფლიოში ფასების ზრდით არის განპირობებული. თუ 2021 წლის 7 თვეში საქართველომ მსოფლიოში 553,117 მლნ დოლარის საკვები და სასმელი იყიდა, წელს ეს მაჩვენებელი 772,700 მლნ დოლარამდე გაიზარდა. პანდემიამდელ 2019 წელს კი იმპორტმა 530,813 მლნ დოლარი შეადგინა, 202 წელს კი 539,663 მლნ დოლარი.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო