erimedia_ravk/KLkfqTzSg.jpeg

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა

ამბები
საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
ამბები

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა

erimedia_ravk/KLkfqTzSg.jpeg
3 სექ

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა.

ღონისძიებას თურქული მხარის მოწვევით დაესწრო საქართველოს დელეგაცია, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ხელმძღვანელობით. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა და უწყების ხელმძღვანელი პირები.

ქართული დელეგაციის წევრებმა თურქ კოლეგებთან ერთად დაათვალიერეს განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის სახელით, თურქ კოლეგებს მიულოცა განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საბაჟო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას

რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად უკავშირდება საბაჟო პროცედურების დახვეწა-გამარტივებას, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და მგზავრების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფასა და ვაჭრობის წახალისებას.

როგორც მან აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკისთვის, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანში მყოფი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიმზიდველი და კონკურენტული სატრანზიტო დერეფნის განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია საბაჟო სფეროში განვითარების ერთიანი პრინციპების ჩამოყალიბება.

გიორგი კაკაურიძის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საბაჟო-გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის განვითარება, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და საბაჟო პროცედურების ეფექტურად წარმართვა წარმოადგენს.

„ამ მიმართულებით, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია. როგორც თქვენთვის ცნობილია, ,,სარფის“, ,,თურგოზუ-ვალეს“ და ,,კარწახის-ჩილდირ-აკტაშის“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტები წარმოადგენენ სამაგალითო გამშვებ პუნქტებს რეგიონში. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ორ ქვეყანას შორის გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის შესახებ შეთანხმება, რაც წარმოადგენს განვითარებული ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტურად გამოყენების მექანიზმს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის მხრიდან თანამედროვე სტანდარტებითა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კიდევ ერთი გამშვები პუნქტის არსებობა, დააჩქარებს საბაჟო პროცედურებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებას.

გაზრდილი საერთაშორისო ტვირთნაკადის პირობებში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” ყოველდღიურად ატარებს 150 მსუბუქ ავტომანქანას, 600-მდე საზღვრის მკვეთ პირს და 300-ზე მეტ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას. თურქეთის მხრიდან განახლებული საბაჟო ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, მოსალოდნელია აღნიშნულ მონაცემთა გაორმაგება.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო