საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო

ამბები/ წყარო: bm.ge
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
ამბებიწყარო: bm.ge

საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/lYZeD_74R.jpeg

საქართველოს გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი კვლავ გაეზარდა.

აგვისტოში ქვეყნის ბიუჯეტში საფასური 43 858 სატვირთო ტრაილერმა გადაიხადა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ქვეყნის სატრანსპორტო გზებით 13 633 -ით მეტმა სატვირთომ ისარგებლა და ჯამში, 1 თვეში ბიუჯეტში 15.5 მლნ ლარი გადაიხდა.

რეკორდული მაჩვენებლებია 8 თვის შემოსავლებშიც. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა 71 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 65%-იანი ზრდაა და გასული წლის 12 თვის მონაცემს მკვეთრად აღემატება. 

გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი:

2022 წლის 8 თვე - 71 მლნ ლარი;

2021 წლის 8 თვე - 43 მლნ ლარი.

გზათსარგებლობიდან შემოსავლების ზრდა ორმა ფაქტორმა განაპირობა - საქართველოს დერეფანში გაიზარდა სატვირთო გადაზიდვები, ასევე 2022 წლიდან გაძვირდა გზათსარგებლობის საფასური. თუ საქართველოს გზებზე მოძრავი თითოეული ტრაილერი გზათსარგებლობისთვის 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, 20 ივნისის შემდეგ გადასახადი 350 ლარამდე გაიზარდა.

ავტორი - ნინო ტაბატაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო