საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

19 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/h-lddjiVR.webp

„გემო - ფესტი 2022“-თან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამატებით ორ რეისს ნიშნავს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 25 აგვისტოს ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი რეისი 16:00 საათზე შესრულდება, 28 აგვისტოს რეგულარულის გარდა, დამატებითი რეისი ამბროლაურიდან ნატახტრის მიმართულებით 14:10 საათზე შესრულდება.

„გემო - ფესტი 2022“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით 26-27 აგვისტოს ამბროლაურის ცენტრალურ პარკში იმართება.

„გემო ფესტის” მიზანია ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების განვითარება.

გემრიელი ჭამა-სმის ფესტივალი წელს ამბროლაურში პირველად გაიმართება. 2022 წლის შემდეგ კი ყოველწლიური ფესტივალის სახეს მიიღებს. იმოგზაურეთ რაჭაში ამბროლაურის აეროპორტიდან და აღმოაჩინეთ ტრადიციული რაჭული კერძების ახალი გემოები!“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო