„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება

28 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/qKJQMMV4R.webp

ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022, “საქართველოს ბანკისა” და DataArt Georgia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მესამედ, ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022, საქართველოს ბანკისა და DataArt Georgia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართება. ღონისძიება ორ დღიანი იქნება და ის 1-2 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან მსოფლიო დონის DevOps პროფესიონალები, რომლებიც სემინარს გაუძღვებიან.

კონფერენციის ძირითადი თემებია: მიკროსერვისები, პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური დანერგვის პროცესების გამართვა, მონიტორინგი და ანალიტიკა, ღრუბლოვანი და ლოკალური ინფრასტრუქტურის მართვა, DevOps დიდი მონაცემების სისტემებისთვის, QA Automation და სხვა აქტუალური ტექნოლოგიური საკითხები. 2022 წლის კონფერენციის ძირითადი მოტივაცია უკრაინელი ხალხის და IT სფეროს პროფესიონალების მხარდაჭერაა.

DevOps Con Tbilisi 2022-ზე დასწრება თავისუფალია. ამისათვის კი მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა საჭირო: https://devopscontbilisi.eu/#register

„DevOps Con Tbilisi 2022 აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, არქიტექტორებს, ტესტერებს, სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებს. ასევე, ინფრასტუქტურის მმართველებს, სისტემურ ინტეგრატორებს, კიბერ-უსაფრთხოების ოფიცრებს და ზოგადად, ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან, ნერგავენ და უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფრასრუქტურის მდგრადობას. კონფერენცია არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, IT სფეროს სფეციალისტებმა ისაუბრონ და სტუმრებს გაუზიარონ საკუთარი პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება - DevOps, IaC თუ SecOps მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო ღონისძიებებს “, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ DevOps-ის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვაჟა ფირცხალაიშვილმა.

ინფორმაციისთვის, კონფერენცია ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო