საქართველოს ეროვნული არქივი ახალი საარქივო დოკუმენტებით შეივსო

ამბები/ წყარო: 1tv.ge
საქართველოს ეროვნული არქივი ახალი საარქივო დოკუმენტებით შეივსო
ამბებიწყარო: 1tv.ge

საქართველოს ეროვნული არქივი ახალი საარქივო დოკუმენტებით შეივსო

5 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/S1B16wkVR.jpeg

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებს 2022 წლის ექვსი თვეში 23 085 საქმეში გაერთიანებული წერილობითი დოკუმენტი, 766 ფოტო, 23 კინოდოკუმენტი, 10 ფონოჩანაწერი, 55 წიგნი და 300-ზე მეტი გაზეთი და ჟურნალი შეემატა.

დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო დაწესებულებების მასალა, ისე კერძო არქივებში დაცული დოკუმენტები.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ეროვნული არქივის კინოარქივის მდიდარ კოლექციას რეჟისორ გია ჭუბაბრიას დოკუმენტური ფილმი „ქართული ჯვრის მონასტერი იერუსალიმში“ (კინოფირი) და რეჟისორ ლანა ღოღობერიძის მხატვრული ფილმები: „მე ვხედავ მზეს“ და „ფერისცვალება“ (ელექტრონული ვერსია) დაემატა. გარდა ამისა, ეროვნულმა არქივმა კერძო კოლექციონერისგან შეიძინა ქართული კინოფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი 140-მდე ფოტო, მოქალაქე ირაკლი ებრალიძისგან კი საჩუქრად მიიღო კომპოზიტორების – სულხან და გურამ ნასიძეების ოჯახური ფოტოები. აუდიოარქივი გამდიდრდა ანსამბლების – „რუსთავი“ და „ადიღეა“ ჩანაწერებით, ასევე, კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საავტორო სიმღერებით. ფონოარქივს შეემატა მელიტონ ბალანჩივაძის ოპერა „დარეჯან ცბიერის“ აუდიოჩანაწერი.

ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა: შეიქმნა წერილობითი დოკუმენტების 466 209 ფურცლის, 150 კინოდოკუმენტის, 3 520 ფოტოს და 220 აუდიოდოკუმენტის ელექტრონული ვერსია.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო