საქართველოს განათლების სამინისტროსა და USAID-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
საქართველოს განათლების სამინისტროსა და USAID-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

საქართველოს განათლების სამინისტროსა და USAID-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

19 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/WblGCji4g.jpeg

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

განათლების სამინისტროს ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ და საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კლერ მეისონმა.

„მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერას საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების გზით, რაც განათლების ყველა მიმართულებით, მათ შორის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურზე, სხვადასხვა მხარდამჭერი პროექტის განხორციელებას გულისხმობს.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ერთობლივად განახორციელებენ პროგრამებს ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, თანამშრომლობის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად, პედაგოგებისთვის შეიმუშავებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა პროფესიულ ტრენინგს, აკადემიურ პროგრამებსა და სასწავლო რესურსებს.

მემორანდუმი ითვალისწინებს განათლების სისტემის რეფორმის პროცესში კერძო სექტორის როლის გაძლიერებასაც, რაც, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, USAID საქართველოსთან ერთად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავებას.

მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მხარდამჭერი საგანმანათლებლო პროექტის განსახორციელებლად, USAID საქართველოს მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო