erimedia_ravk/mkx-FDjSg.jpeg

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

ამბები
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს
ამბები

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

erimedia_ravk/mkx-FDjSg.jpeg
13 აგვ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

მუზეუმი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მუნიციპალური მუზეუმის შესანიშნავი პოტენციალი აქვს.

დღეის მდგომარეობით შენობა ძლიერ დაზიანებულია. ამორტიზებულია როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის ხის ელემენტები, დაზიანებულია აივნის ბაქანი, რიკულები და შესასვლელი კიბე, იატაკი. დროთა განმავლობაში ნალექმა სრულად დააზიანა შენობის სახურავი. ასევე, ავარიულ მდგომარეობაშია ხის საძირკველი და სარტყელი. მოუწესრიგებელია ეზოს ტერიტორიაც. აღსანიშნავია, რომ სახლ-მუზეუმში აქამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა.

სააგენტოს მიერ მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობისათვის გამოყოფილია 698,776 ლარი.

ძეგლის რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდება და აღდგება მისი იერსახე. პროექტით გათვალისწინებულია შენობის აღდგენის სამუშაოები; კედლებისა და სახურავის დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია; შენობის ხის ელემენტები გასუფთავდება და გაიწმინდება სპეციალური ხსნარით. ეზოს ტერიტორიაზე დაგეგმილია სანიტარული კვანძის, დაცვის ოთახისა და სათავსოს მოწყობა; ღობის, ელექტრომომარაგების სისტემისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა; ეზოში ასევე განთავსდება ამფითეატრი კულტურული ღონისძიებებისთვის.

სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2023 წელს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად კი 2024 წლის 30 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ბილდკინგსთან“.

ინფორმაციისთვის, დიდი ქართველი ენათმეცნიერის, აკაკი შანიძის, სახლ-მუზეუმი მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1987 წელს გაიხსნა და, სავარაუდოდ, ამავე პერიოდში უნდა იყოს აშენებული. 2020 წელს სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო