საქართველოს მთავრობამ კრიპტოაქტივებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა დააანონსა

ამბები/ წყარო: bm.ge
საქართველოს მთავრობამ კრიპტოაქტივებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა დააანონსა
ამბებიწყარო: bm.ge

საქართველოს მთავრობამ კრიპტოაქტივებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა დააანონსა

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/CanWVUW4g.jpeg

საქართველოს მთავრობამ ფინანსური სექტორისთვის განახლებული საკანონმდებლო ჩარჩო დაამტკიცა, რომელიც კრიპტოაქტივებით ვაჭრობისა და ფინტექ-ინდუსტრიის დამატებით რეგულირებას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა, ხოლო ცვლილებების მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. „ჩვენი მოლოდინია, რომ შემოდგომაზე, საქართველოს ექნება განახლებული კანონმდებლობა, რომელიც ფინანსურ სექტორს მნიშვნელოვნად განავითარებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი სამ მნიშვნელოვან დირექტივასთან დაახლოებას ითვალისწინებს, ესენია - „ევროკავშირის საგადასახადო სერვისების დირექტივა“ (PSD2), „კაპიტალური მოთხოვნების დირექტივა“ (CRD) და „ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების მომწოდებლების შესახებ დირექტივა“ (VASP). ეს უკანასკნელი დირექტივა, რომელიც ვირტუალური აქტივებით ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი ვალდებულებებისა და უფლებების განსაზღვრას გულისხმობს, საქართველოში კრიპტოინდუსტრიის მდგრადი რეგულირების მიმართ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. „[VASP-დირექტივა] განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში კრიპტომომსახურებისა და კრიპტოგაცვლითი ორგანიზაციებისთვის ლეგალური გარემოს ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული დირექტივა კომპანიების მიმართ ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და ტერორიზმის არდაფინანსებასთან დაკავშირებით ნათლად გაწერილ მოთხოვნებს გულისხმობს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ფინანსური კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან სინქრონიზაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რადგან საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, კრიპტოჰაბად გადაქცევა სურს. საინტერესოა, რომ მსგავსი პათოსის ხედვა არის გაწერილი საქართველოს 2020-2025 წლების განვითარების სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ 2020 წელს დაამტკიცა.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის შესახებაც ეკონომიკის მინისტრმა დღეს განაცხადა, გლობალური კრიპტოინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებს საქართველოში შემოსვლას გაუმარტივებს. ასეთ კომპანიებს შორისაა მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა Binance-ი, რომელიც საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას განიხილავს, მაგრამ ამისთვის შესაბამისი სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ელოდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური კრიპტობაზრის სხვა დიდ მოთამაშეებსაც შეხვდა, მათ შორის ბლოკჩეინ-კომპანია Ripple-ისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი კრიპტობირჟის, FTX-ის წარმომადგენლებს. როგორც თავის დროზე გახდა ცნობილი, ორთავე კომპანია საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნითაა დაინტერესებული.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო