erimedia_ravk/ccCqu7zSg.jpeg

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელა დაამარცხა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა

ამბები
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელა დაამარცხა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა
ამბები

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელა დაამარცხა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა

erimedia_ravk/ccCqu7zSg.jpeg
30 აგვ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გავიდა. პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ჯვაროსნები“ ვენესუელის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 70 - 59 დაამარცხეს.

თამაში ჩვენი გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჩვენი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა და 3 მოხსნაა. გოგა ბითაძემ კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა და 11 მოხსნა.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ასპარეზს უკვე ფილიპინებზე, K ჯგუფში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქეები სლოვენია, გერმანია და ავსტრალია იქნებიან. შემდეგ თამაშს ჩვენი ნაკრები 1-ელ სექტემბერს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო