საქართველოს პარლამენტი ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს დაჩქარებული წესით განიხილავს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
საქართველოს პარლამენტი ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს დაჩქარებული წესით განიხილავს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

საქართველოს პარლამენტი ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს დაჩქარებული წესით განიხილავს

5 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/YL9ErvGVR.webp

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2022 წლის 29 აპრილს დამტკიცებული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულ ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო პაკეტები: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", თანმდევ პროექტებთან ერთად.

მათივე ცნობით, საკანონმდებლო პაკეტების შემუშავება და მისი დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების აუცილებლობით.

„SEPA-ში გაწევრება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა. "საკანონმდებლო პაკეტებს განიხილავენ საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები.ერთიანი ევრო გადაიხდის სივრცეში საქართველოს გაწევრების საკითხზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, 2021 წლის 26 მარტს საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. საკითხის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს SEPA-ში გაწევრიანების კრიტერიუმებს და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საჭირო სამართლებრივი წინაპირობების დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული.საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 29 აპრილს დაამტკიცა რეკომენდაციები „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრებისთვის გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე".რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივები, რაც საჭიროა საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო