erimedia_ravk/k35fhgWSg.jpeg

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო

ამბები
საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო
ამბები

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო

erimedia_ravk/k35fhgWSg.jpeg
22 სექ

არლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო.

თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საკითხზე მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით.

ასევე გათვალისწინებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მესამე მოსმენით განხილვისას გამოთქმული წინადადებები.

„თავდაცვის კოდექსი“ აუცილებელია იმ მიზნების მიღწევისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, სამხედროებისათვის სოციალური გარანტიების დაწესებას. იმ რეფორმებით, რასაც თავდაცვის კოდექსი მოიცავს, მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, ნატო-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„თავდაცვის კოდექსის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ სიახლეს წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ახალი მიდგომების ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა სიახლესთან ერთად ითვალისწინებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის სოციალური დაცვის გაუმჯობესებას და სამსახურის პოპულარიზაციას.

გათვალისწინებულია ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისა და პროფესიული სამხედრო მოსამსახურის სოციალური გარანტიების გათანაბრება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო