საქართველოს პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე აირჩია
20 სექტემბერი, 2022

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე აირჩია.
დეპუტატებმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ 87 ხმით კახა კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ 90 ხმით ირაკლი მეძმარიაშვილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 91 ხმით - ზაზა ლომინაძეს დაუჭირეს მხარი.
აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ და შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვეს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო