ეფექტური გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და ერთა ლიგის პლეი ოფში გავიდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
ეფექტური გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და ერთა ლიგის პლეი ოფში გავიდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

ეფექტური გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა და ერთა ლიგის პლეი ოფში გავიდა

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/nkVNx8n4R.jpeg

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ C4 ჯგუფში საუკეთესო გუნდია – პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთ მაკედონია მეორედაც დაამარცხა. ამჯერად 2:0.

ერთა ლიგაზე ბოლო წლების პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებამ სავსე სტადიონი შეკრიბა – „დინამო არენაზე“ მისული 55 ათასი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებისგან წარმატებას ელოდა და მათ ეს სიხარული მიიღეს.

საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ ერთა ლიგის C4 ჯგუფში 10 ქულით ლიდერობდა, ჩრდილოეთ მაკედონიას კი პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსი გააჩნდა. ლიდერობის შესანარჩუნებლად, პირველ ადგილზე და შემდეგ გათამაშებაში B დივიზიონში გასასვლელად, საქართველოს ნაკრებს ფრეც აწყობდა. მეტოქეს კი მინიმუმ სამი ქულა და სულ ცოტა სამი ბურთით მოგება სჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა: მამარდაშვილი – კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა – კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, წიტაიშვილი – დავითაშვილი, კვარაცხელია – ზივზივაძე.

მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო. საქართელოს ნაკრებს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და ჩვენს გუნდს კონტრშეტევების განხორციელება უჭირდა. 21-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიელებმა პირველი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ სპიროვსკის შორიდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. მალე კი ბარდის შესრულებულ ჯარიმასაც გადაეღობა.

საქართელოს ნაკრებმა პირველი სახიფათო მომენტი 35-ე წუთზე შექმნა, როდესაც აბურჯანიას არავინ გაეხსნა და კარში დაარტყა. მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ შემდეგ შეტევაზე კვარაცხელიამ გაიბრწყინა – კარის წინ მთელი ძალით დაარტყა, სადაც კაშია გაიხსნა და სტადიონზე შეკრებილი მაყურებელი უზომოდ გაახარა – 1:0. თუმცა, ავტოგოლი მიოვსკის ანგარიშზე ჩაიწერა.

ბოლო წუთზე გატანა ზივზივაძესაც შეეძლო, მაგრამ ხელი შეუშალეს, მისი პასი კი ჩაჭრეს და რეალური საგოლე მომენტი განიმუხტა. შესვენებაზე საქართველოს ნაკრები ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა – 1:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში ავტოგოლის ავტორმა, მიოვსკიმ შეგვიტია. 52-ე წუთზე მისი დარტყმის შემდეგ მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან გადაარჩინა. ამ პერიოდში სტუმრებმა მთელი ძალებით შემოგვიტიეს, შეხვედრა რომ გადაერჩინათ, მაგრამ 64-ე წუთზე საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღეს. ზივზივაძემ მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა და კარისკენ დაიძრა, მაგრამ დარტყმის ნაცვლად კარის წინ კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა მეორე გოლით დააგვირგვინა – 2:0.

71-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მორიგი საოცრება ჩაიდინა, ბურთი მეტოქეს აართვა, ეფექტურად გასცდა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ააცილა. 80-ე წუთზე კი ბარდიმ სცადა ანგარიშს შემცირება და მამარდაშვილმა ისევ ჩინებული რეაქცია გამოავლინა.

მსაჯის საფინალო სასტვენმა საქართველოს ნაკრების გამარჯვება დააფიქსირა. ამ სამი ქულით, ისტორიაში მეორედ მოახერხა ჯგუფური ეტაპის მოგება და ევრო 2024-ის პლეი ოფში გასვლა გაინაღდა და ერთა ლიგის „ბ“ ჯგუფში გადავიდა.

საბოლოო ანგარიში: საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია 2:0.

გოლები: 1:0 მიოვსკი (36. ავტოგოლი), 2:0 კვარაცხელია (64. ზივზივაძის პასით),

საქართველო: მამარდაშვილი – კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (71. ლოჩოშვილი) – კაკაბაძე, აბურჯანია (86. მამუჩაშვილი), კვეკვესკირი, წიტაიშვილი (71. აზაროვი) – დავითაშვილი (78. მექვაბიშვილი), ზივზივაძე (78. მიქაუტაძე), კვარაცხელია,

სათადარიგოები: ლორია, შოვნაძე, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაბრაძე, გიორბელიძე,

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრევსკი – ზაიკოვი, მუსლიუ, დ. ველკოვსკი (72. სერაფიმოვი), ალიოსკი – ელმასი, ბარდი (84. ელეზი), სპიროვსკი (68. ტრაიკოვსკი), აშკოვსკი (68. ტოდოროსკი) – მიოვსკი, მ. რისტოვსკი (73. ათანასოვი),

სათადარიგოები: ალეკსოვსკი, სისკოვსკი; ბეტულაი, დორიევი, სერაფიმოვი, დიმოვსკი, დაბუმსკი, ფალზაგიჩი,

მთავარი მწვრთნელი: ბლაგოია მილევსკი.

მთავარი არბიტრი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი).

ავტორი - მერაბ მამულაშვილი, თამარ ყულუმბეგაშვილი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო