საქართველოს პოლიციის ატაშეები პოლონეთსა და ესპანეთში წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ

ამბები
საქართველოს პოლიციის ატაშეები პოლონეთსა და ესპანეთში წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ
ამბები

საქართველოს პოლიციის ატაშეები პოლონეთსა და ესპანეთში წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ

2 ოქტ

erimedia_ravk/2BNYBh44g.webp

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ევროპის ქვეყნებში მივლენილი პოლიციის ატაშეები წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა. გამსახურდიას აღნიშნული ჯილდო პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, გენერალმა, იაროსლავ შიმჩიკმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია პოლიციის მთავარი კომენდატურის შენობაში გაიმართა.

საქართველოს პოლიციის ატაშე, შალვა შუბლაძე კი “წითელი ჯვრის" მედლით დაჯილდოვდა. ამ დრომდე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ უცხოელი პოლიციის ატაშე ესპანეთში აღნიშნული ტიპის და მაღალი რანგის მედლით დაჯილდოებულიყო. შალვა შუბლაძეს “წითელი ჯვრის” მედალი, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე მარლასკას ბრძანებით, არსებული წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გათვალისწინებით გადაეცა.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო