საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

5 ოქტ

erimedia_ravk/AYxHAPVVR.jpeg

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება მიმოიხილა.

აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და პესიმისტური მოლოდინების ფონზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი და გონივრული ნაბიჯებით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგა და 2021 წელს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.4% შეადგინა, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში კი, ეკონომიკური ზრდის 10,3% -იანი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მთავრობისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ასოციაციის ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები წარადგინა. შედეგები მკაფიოდ ასახავს ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვები დასვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო