საქართველოს პრეზიდენტი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს
საქართველოს პრეზიდენტი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს. ამის შესახებ, მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა თავის მხრივ ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები განიხილა.
შეხვედრაზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე თქვა უარი ამ კანონზე და პოზიცია ახლაც უცვლელია.
აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა და განაცხადა, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო