საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი მეცნიერები დააჯილდოვა

ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი მეცნიერები დააჯილდოვა
ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი მეცნიერები დააჯილდოვა

6 ოქტ

erimedia_ravk/NsInF_VVR.jpeg

საქართველოს პრეზიდენტმა აკადემიკოსი, თამაზ გამყრელიძე და თსუ რექტორი, გიორგი შარვაშიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

აკადემიკოს თამაზ გამყრელიძეს ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისა და საზღვარგარეთ ქართული მეცნიერების წარმოჩენისათვის. თამაზ გამყრელიძის სახელმწიფო ჯილდო სალომე ზურაბიშვილმა მის შვილს, ეკატერინე გამყრელიძეს გადასცა და ღვაწლმოსილი მეცნიერი კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით გაიხსენა.

გიორგი შარვაშიძეს სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისათვის, გამორჩეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, მსოფლიო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი კავშირის გაღრმავებისა და ქართულ და უცხოელ მეცნიერთა შორის სამეცნიერო ურთიერთობის ხელშეწყობისათვის, ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული კვლევების მხარდაჭერით ჩვენი საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე დააჯილდოვა ფილოსოფიის დოქტორი, თამარა დრაგაძე, შუმეროლოგი, ნინო სამსონია და საერთაშორისო რანგის ხეთოლოგი, ირინე ტატიშვილი.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო