საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ
28 ივლისი, 2022
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, უზენაესი საბჭოს დეპუტატთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ისინი, ვინც მხარს უჭერდა სახელმწიფო გადატრიალებას, ცდილობს, მიმდინარე წლის 29 ივლისს ჩაატაროს ე.წ. სესია და ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების, კონსტიტუციისა და რეგლამენტაციის უგულებელყოფით უზენაესი საბჭოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც იქნება სრულიად უკანონო და ემსახურება მხოლოდ გაურკვეველი უცხო ძალების ინტერესებს.
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო და ეროვნული ხელისუფლება კატეგორიულად გმობს და ემიჯნება ზემოხსენებულ მცდელობას და აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიება, თუ კი იგი შედგება, ვერ იქონიებს ვერავითარ იურიდიულ ძალას“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები: ბურჭულაძე ნემო; პეტრიაშვილი რობერტი; პეტრიაშვილი გურამი; ისაკაძე გურამი; კილასონია ნიკოლოზი; გიორგობიანი ბიძინა; კაცაძე ლია; თაქთაქიშვილი გივი; თუშმანიშვილი მედეა; ბარათაშვილი სოსო; ბარათაშვილი პაატა; გაფრინდაშვილი შოთა; ახვლედიანი ალექსანდრე; ვარძელაშვილი ალექსანდრე; კვეტენაძე ავთანდილი; კუბლაშვილი თენგიზი; მამფორია თენგიზი; ყურაშვილი თამაზი; შონია ჯემალი; ჩაჩავა თენგიზი; ძოწენიძე ზურაბი; წიკლაური მირიანი; წიქარიძე ზურაბი; ჯავახია ბეჭანი; ჯანჯულია ედიშერი; გულბანი გიორგი; დიაკონიძე ფირუზი; მაქაცარია გურამი; მგალობლიშვილი ნუგზარი ;სიჭინავა ანზორი; ტალიაშვილი ირინა; ფირცხალავა კონსტანტინე; ქებურია დიმიტრი; ქიტიაშვილი შოთა; ტურაშვილი ივანე; აბსანძე გურამი;თავზარაშვილი გია; ბახტაძე გიგლა; ბახტაძე გია; გელაშვილი ნუგზარი; ლაცაბიძე ვახტანგი; პაპიძე გურამი; ქობალია ვახტანგი; ბოკუჩავა ჯამბული; ჯომიდავა სოსო; კუჭუხიძე რომეო; წაქაძე ტარიელი; მაქაცარია როლანდი.
როგორც საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების განცხადებაშია აღნიშნული, ხელმოწერები გრძელდება.