erimedia_ravk/kQ8AmMRIg.jpeg

საქართველოს რკინიგზა - ქსნის ქუჩის მიმდებარედ ფერდობიდან ქვის მასის ჩამოშლის გამო, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომისა და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხდა

ამბები
საქართველოს რკინიგზა - ქსნის ქუჩის მიმდებარედ ფერდობიდან ქვის მასის ჩამოშლის გამო, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომისა და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხდა
ამბები

საქართველოს რკინიგზა - ქსნის ქუჩის მიმდებარედ ფერდობიდან ქვის მასის ჩამოშლის გამო, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომისა და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხდა

erimedia_ravk/kQ8AmMRIg.jpeg
17 აგვ

დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს, გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომისა და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები.

„სამუშაოების დასრულებისთანავე, უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით, მეორე ლიანდაგზეც ჩვეულ რეჟიმში განახლდება მოძრაობა. პარალელურად მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესაბამისი სპეციალისტების მიერ შესწავლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო