საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ამბები/ წყარო: mfa.gov.ge
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა
ამბებიწყარო: mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

22 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/M44WLBn4g.jpeg

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს შეხვდა.

მხარეებმა საუბრისას განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აშშ-ის წარმომადგენლის თანამდებობაზე ელჩ ფილიპ რიკერის დანიშვნას და აღნიშნა, რომ მისი ჩართულობა ახალ სტიმულს შესძენს როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს.

მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე და გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიმართულებით.

მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30 წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო