საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკური საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში
23 სექტემბერი, 2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ქ.ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი - ჟოზეფ ბორელი.
შეხვედრის მთავარი საკითხი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს უკრაინის ომსა და მისი გავლენის შესახებ ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ აღმოჩენილ დახმარებაზე.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.