საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის” გაიმართა

ამბები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის” გაიმართა
ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის” გაიმართა

2 ოქტ

erimedia_ravk/JstyEhVVg.jpeg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის” გაიმართა.

ღონისძიებაში მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ საპატიო კონსულები. კონფერენცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნეს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის საკითხები, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არსებული შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდება სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერებაზე, ასევე საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

საპატიო კონსულის ინსტიტუტის მიზანია, წარმდგენი ქვეყნის შესახებ მიმღებ სახელმწიფოში ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყანაში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო, საინვესტიციო, ტურიზმის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში. წარმდგენი ქვეყნის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა. საქართველოს მაოფლიოს 64 ქვეყანაში 90-მდე საპატიო კონსული ჰყავს.

ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო