erimedia_ravk/jzBZ5964g.jpeg

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდს ესტუმრა

ამბები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდს ესტუმრა
ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდს ესტუმრა

erimedia_ravk/jzBZ5964g.jpeg
14 აგვ

საქართველოს პარლამენტში არსებული ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმთან დაძმობილებული ქალაქის, აშდოდის მერს, იეჰილ ლასრის შეხვდნენ. შეხვედრას ქალაქის ხელმძღვანელი თანამდებობის და სასულიერო პირები, ქალაქის ყოფილი მერი, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და ქართველი ებრაელები ესწრებოდნენ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქალაქის მერმა, სასულიერო პირებმა, საქართველო-ისრაელის და ისრაელი-საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებმა გივი მიქანაძემ და დავიდ ბიტანმა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე. იმსჯელეს ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე. ბათუმისა და აშდოდის, ქუთაისისა და აშკელონის, ახმეტისა და რიშენ-ლიცეონის, თელავისა და აფულას მსგავსად, განიხილეს გურჯაანის და სიღნაღის ისრაელის ქალაქებთან დაძმობილების საკითხი, რაზეც ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, დავიდ ბიტანმა მზაობა განაცხადა.

დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ აშდოდის პორტს და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნების საპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ, სფეროში არსებული ინოვაციების, თანამედროვე გამოწვევების და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს. ისრაელის მხარე ანაკლიის პორტის ახალი პროექტით დაინტერესდა, რაზეც საქართველოს დელეგაციამ მასპინძლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნულ სფეროში საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესახებ მზაობაც გამოხატა.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ: ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია და ელჩის მოადგილე ნიკოლოზ ჩალოევი.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

erimedia_ravk/scwM5re4g.jpeg
erimedia_ravk/CaeGc964R.jpeg
erimedia_ravk/zJM75re4R.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო