საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე იმსჯელეს

ამბები
საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე იმსჯელეს
ამბები

საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენციის ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე იმსჯელეს

2 ოქტ

erimedia_ravk/OehlE2V4g.jpeg

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართული ღონისძიების - „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" ფარგლებში, ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე თემატური პანელი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

სესიის ფარგლებში, მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს.

საპატიო კონსულები გაეცნენ საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.

ასევე, სესიის ფარგლებში აღინიშნა საპატიო კონსულების როლი საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნეს კონტაქტების, ისევე, როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში.

აღსანიშნავია, რომ პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელებზე, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკისა და კულტურული დიპლომატიის საკითხები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო